Wednesday, December 12, 2018

ვიდეო

პროექთზე მუშაობა

ახალი წელი

Related image
მასალა
ახალი წელი — დღესასწაული მრავალ კულტურაში ადგილობრივად მიღებული კალენდრის მიხედვით, რომელიც დგება წლის ბოლო დღიდან მომავალი წლის პირველ დღეზე გადასვლის მომენტში. გრიგორიანული კალენდრის მიხედვით, ახალი წელი დგება პირველ იანვარს.
წყარო

Tuesday, December 11, 2018

საჭმელი

Image result for საჭმელი
მასალა
სამზარეულო კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც უცხოელ სტუმრებსა და ტურისტებს აქტიურად ვუზიარებთ. გარდა ამისა, საქართველოს ყველა კუთხეს დამახასიათებელი კერძები აქვს, რომელთა ძირითად ნაწილსაც ბევრი ჩვენგანი ამზადებს და მიირთმევს, თუმცა ბევრი ქართული კერძის შესახებ არც კი გვსმენია.

Allnews.ge ამგვარი კერძების დასახელებებსა და რეცეპტებს გთავაზობთ, რომლებიც წიგნის, სახელად "ქართული ტრადიციული კერძები" თანაავტორმა, მზია სიმონიძემ გაგვაცნო - "შევეცადე, ცალკეული მხარისათვის დამახასიათებელი ძირითადი კერძები შემერჩია, რომლებიც ქართულ სუფრას წლების განმავლობაში შემორჩა, წიგნშიც სწორედ მათ შესახებ მოგითხრობთ. ეს კერძები, სხვადსხვა რეგიონის ოჯახებში მზადდება, მაგრამ საერთო სუფრაზე არ გვხვდება,"- განმარტავს მზია სიმონიძე.
წყარო

ახალი სახლი

Related image

ბავშვობა
ხანდახან მტვირთავს ხოლმე მოგონებები, რადგნ ერთი წლის ასაკიდან თითქმის ყველაფერი მახსოვს. პატარა, გამხდარი, "ჩოლკიანი" გოგო ვიყავი, რომელსაც უყვარდა საკუთარი "მეს" გატანა და მუდამ ომი მქონდა მშობლებთან, რომლებიც ძალიან ძლიერები იყვნენ და საკმაოდ მკაცრად მზრდიდნენ. მასწავლეს ემოციების დემონსტრირების გარეშე ცხოვრება, მიზანი ყოველთვის კარგად სწავლა და მომავალში საუკეთესოს მიღწევა იყო. ბავშვობიდან ვისწავლე საკუთარი პრობლემების თვითონ მოგვარება, მივეჩვიე, რომ ეს ასეც უნდა იყოს და ახლაც ასე ვარ. ჩემს ქალიშვილთანაც მსგავსი დამოკიდებულება მაქვს; ისიც მივაჩვიე, საკუთარი პრობლემები თვითონ მოაგვაროს. ჯანმრთელობის გარდა, ყველა პრობლემა წარმავალია, ამიტომაც ვთვლი, რომ მათ თვითონ უნდა გაუმკლავდე.
არ მიყვარს ერთ პრობლემაზე გაჩერება, ესეც ბავშვობიდან ვისწავლე, პრობლემას მივუშვებ, გავატარებ და მერე ის ან თვითონ გვარდება, ან მოგვიანებით ვუბრუნდები მას და ვახერხებ მის მოგვარებას. მაშინ, როდესაც უმძიმეს ავარიაში მოვყევი და მაშინ, როდესაც მამაჩემი ონკოლოგიური პაციენტი იყო, გავაცნობიერე, რომ ერთადერთი, რაზეც უნდა იღელვო, შენი და შენი ახლობლების ჯანმრთელობაა.