Tuesday, December 11, 2018

ახალი სახლი

Related image

ბავშვობა
ხანდახან მტვირთავს ხოლმე მოგონებები, რადგნ ერთი წლის ასაკიდან თითქმის ყველაფერი მახსოვს. პატარა, გამხდარი, "ჩოლკიანი" გოგო ვიყავი, რომელსაც უყვარდა საკუთარი "მეს" გატანა და მუდამ ომი მქონდა მშობლებთან, რომლებიც ძალიან ძლიერები იყვნენ და საკმაოდ მკაცრად მზრდიდნენ. მასწავლეს ემოციების დემონსტრირების გარეშე ცხოვრება, მიზანი ყოველთვის კარგად სწავლა და მომავალში საუკეთესოს მიღწევა იყო. ბავშვობიდან ვისწავლე საკუთარი პრობლემების თვითონ მოგვარება, მივეჩვიე, რომ ეს ასეც უნდა იყოს და ახლაც ასე ვარ. ჩემს ქალიშვილთანაც მსგავსი დამოკიდებულება მაქვს; ისიც მივაჩვიე, საკუთარი პრობლემები თვითონ მოაგვაროს. ჯანმრთელობის გარდა, ყველა პრობლემა წარმავალია, ამიტომაც ვთვლი, რომ მათ თვითონ უნდა გაუმკლავდე.
არ მიყვარს ერთ პრობლემაზე გაჩერება, ესეც ბავშვობიდან ვისწავლე, პრობლემას მივუშვებ, გავატარებ და მერე ის ან თვითონ გვარდება, ან მოგვიანებით ვუბრუნდები მას და ვახერხებ მის მოგვარებას. მაშინ, როდესაც უმძიმეს ავარიაში მოვყევი და მაშინ, როდესაც მამაჩემი ონკოლოგიური პაციენტი იყო, გავაცნობიერე, რომ ერთადერთი, რაზეც უნდა იღელვო, შენი და შენი ახლობლების ჯანმრთელობაა.

No comments:

Post a Comment